საქართველოს საგარეო სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს”, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა იფორმაცია, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს ელჩს, დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ელჩსა და პრემიერს შორის კონფლიქტი კი, იმავე ინფორმაციით, ბაიდენის მიწვევის გაუქმებას მოჰყვა.