ზუგდიდს, პირველად, თანამედროვე ტიპის ჩოგბურთის კორტი ექნება.
ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით, ლაზის ქუჩაზე, ღია ტიპის ჩოგბურთის კორტი ეწყობა.
ასევე, კორტთან ერთად, იქვე არსებული საფეხბურთო სტადიონი რეაბილიტირდა.
სამუშაოების ღირებულება ჯამში 200 000 ლარზე მეტია.