მარტვილის რაიონის, სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორსული ქალი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ქალს დაეჯახა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 40 წლამდე ქალი ქუჩას კვეთდა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ორსული ქალი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა. იგი 5 თვის ორსულია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით.