იტალიაში ქართველი დააკავეს

იტალიაში 43 წლის ქართველი კაცი ძარცვის ბრალდებით დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ქართველი კაცი თამბაქოს მაღაზიაში შევიდა და სალაროდან ასეულობით ევრო მოიპარა. 

მისი ვინაობის დადგენა სათვალთვალო კამერებით დადგინდა და აღმოჩნდა, რომ დამნაშავე პიზას პროვინციაში მცხოვრები ქართველი კრიმინალური წარსული მქონე პირია. 

საქართველოს მოქალაქეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 1500 ევრომდე ჯარიმა ემუქრება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი