საქართველოში დღეს მიწისძვრა ორჯერ მოხდა

გამთენიისას საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ­დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი თიანეთი, სოფელი ბინდაურთაა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა. 

განმეორებითი ბიძგები 05.03 საათზე კურორტ ვაჟას წყაროზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი