ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ წერილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრებთან ჩატარებული მატჩის დროს მომხდარი დისციპლინური გადაცდომების გამო, UEFA-მ ალბანეთის ნაკრები დააჯარიმა.
დარღვევებში ნახსენებია საქართველოს ჰიმნის დროს სტვენა, სტადიონის კიბეების ბლოკირება და მოედანზე საგნების სროლა.
დისციპლინარული დარღვევების გამო დაწესებულმა სანქციამ, ჯამში 41 250 ევრო შეადგინა.