დღეს თბილისში აქცია გაიმართება

სტუდენტურმა მოძრაობამ – “დაფიონი” 29 ოქტომბერს, 19:00 საათზე აქცია დააანონსა.

დემონსტრანტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან და მარშით პარლამენტთან მივლენ.

“შევხვდებით ხვალ და ვიბრძოლებთ ბოლომდე”,- განაცხადეს სტუდენტებმა.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ქვეყანაში დემოკრატიაა დასაცავი.

“საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვას ვაპროტესტებთ, ჩამოვლაბორანტდით. თუ ვიყავით სუვერენული სახელმწიფო, დავრჩით მარიონეტულ სახელმწიფოდ”,- განაცხადა “დაფიონის” წევრმა, ზვიად ცეცხლაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი