სულით და გულით ენჯეოშნიცა – კობახიძე პრეზიდენტზე

პრემიერი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, საარჩევნო დარღვევების ფაქტები პროკურატურას წარუდგინოს.

“კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის უწყებებში, ნუ საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა.

ეს არის მათი პასუხისმგებლობა – სალომე ზურაბიშვილი, შეგახსენებთ, რომ მართალია სულით და გულით არის ენჯეოშნიკი, თუ ენჯეოშნიცა, მაგრამ თავის თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა, არ აქვს უფლება ისაუბროს ზეპირად, თუ რაიმეზე აქვს ფაქტი, ეს ფაქტი უნდა წარადგინოს პროკურატურაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი ფაქტი არ აქვს, ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და ვერ მისცემს ვერავითარ ინფორმაციას პროკურატურას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელსაც ზეპირად აჟღერებს”, – თქვა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი