თბილისში საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს.

პერიმეტრს აკონტროლებენ სამართალდამცველები.

თავისუფლების მოედანზე კი კვლავ მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გამოხატონ საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში და თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან.

მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, პოლიციას მოუწევს, იმოქმედოს იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც მას კანონით აქვს მინიჭებული. 

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხ

კომენტარები

დატოვე კომენტარი