ზუგდიდში სკოლის მოსწავლეები მსვლელობას აწყობენ

ზუგდიდის სკოლების მოსწავლეები გაიფიცნენ. მათ საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს. 

ახალგაზრდები მსვლელობით დაიძრნენ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც გაჩერდნენ და საჯარო მოხეელებს მოუწოდეს, შეუერთდნენ მათ ევროინტეგრაციის გზაზე.

მოსწავლეები პირველ სკოლასთან მივიდნენ, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი