გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ნიკა გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მას დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

გვარამია ორი დღის წინ შარაშიძის ქუჩაზე “დროას” ოფისთან დააკავეს, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა. ის ოფისში შესვლას და პროცესზე დასწრებას ითხოვდა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი