საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს. თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ არაერთი მოქალაქე დააკავა.
პარალელურად, ჩართულია გამაფრთხილებელი ხმაც, აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები.
სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია, როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე რესპუბლიკის მოედანზე, მათ შორის მონაკვეთზე კი აქციის მონაწილეები რჩებიან – მომიტინგეები ფაქტობრივად ალყაში არიან მოქცეული.