მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ

მედიის წარმომადგენლები თბილისში აქციას მართავენ.

მედიის სოლიდარობის აქციაზე, „რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილმა ოპერატორებმა, ფოტოგრაფებმა და ჟურნალისტებმა გზა გადაკეტეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, დღევანდელი შეკრების მიზნაია, რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ. აქციის მომაწილეები მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას ითხოვენ, სადაც მათი უფლებები დაცული იქნება.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ მედიის იმ წარმომადგენლების ფოტოები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი