“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს.
“ქვეყანაში ქაოსია, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია და ამ ქაოსის სახელი ბიძინა ივანიშვილა, რომელიც ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობას არ გვაძლევს. სანამ ამ ადამიანს არ მოვიშორებთ, არ გვეღირსება არც სიმშვიდე, არც ევროკავშირში ინტეგრაცია და არც განვითარება. მისი და ჩვენი ინტერესები განსხვავდება ერთმანეთისგან. მას უნდა, რომ ბევრი ფული აკეთოს და ძალაუფლება მიიტაცოს, ჩვენ ნორმალურად და ადამიანურად ცხოვრება გვინდა ამ ქვეყანაში.
შსს-სგან მივიღე რაღაც გაურკვეველი ფურცელი [უწყება] და მინდა ვახტანგ გომელაურს მივმართო, თქვენ აქ სახელი და გვარი შეგეშალათ. აქ უნდა ეწეროს ბიძინა ივანიშვილი. მაინტერესებს დაკითხეთ თუ არა ივანიშვილი და კობახიძე, რომლებიც ქუჩაში მიმდინარე ძალადობის მთავარი ორგანიზატორები არიან. ისინი გასცემენ პოლიტიკურ დავალებას, რის გამოც, სპეცრაზმი თავ-პირს ალეწავს მოქალაქეებს. ისინი, ეს თავად “ტიტუშკები”, “ტიტუშკებს” აორგანიზებენ, რომლებიც თავს ესხმიან მოქალაქეებს”, – განაცხადა ვაშაძემ.