თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მე-12 დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები.

გასული დღეების განმავლობაში აქცია პოლიციამ რამდენჯერმე წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. მძიმედ დაშავდა მონაწილე არაერთი მოქალაქე, ასევე მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.

ცნობისთვის, საპროტესტო ტალღა დაიწყო 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი დღის წესრიგში 2028 წლის ბოლომდე არ დადგებოდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოქალქეების და პოლიტიკოსების უწყვეტი პროტესტი.

აქციის მონაწილეების შეკრების მთავარი ლოკაცია ყოველთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა. ასევე, უწყვეტი შეკრება ხდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი