17 დეკემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, 17 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს.

სენაკი. 11:00დან 13:00 საათამდე   აბონენტებს ქ.სენაკში რუსთაველის, კანკიას, ნუცუბიძის, ზვიად გამსახურდიას, არჩაიას , ბორჯომის, ადამიას და მიმდებარე ქუჩებს. 11:00დან 15:00 საათამდე სოფელ ნოსირის ნაწილს.

აბაშა. 11:00დან 15:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში ზანათი, კეთილარი, სუჯუნა, ეწერი, ძიგური, ანჯელის მასივი.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი