ახლა არ არის ბურთის გორაობის დრო, ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ვივამედიდად” ონლაინ ჩაერთო, სადაც მან აღნიშნა, რომ “20 იანვრამდე ხელისუფლება სიტუაციის გადატვირთვას შეეცდება”.

“ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო, უნდა ვიჩქაროთ და ვიყოთ ფორმაში, მათ შორის, 20 იანვრისთვის” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება 20 იანვრამდე შეეცდება სიტუაციის გადატვირთვას და თუ ვითარება დასტაბილურდა, შედეგი მძიმე იქნება. 

“უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. 20 იანვრამდე ესენი შეეცდებიან ყველაფერი თავისთვის მოაგვარონ. საჭიროა ხალხის აქტიურობა და პოლიტიკური აქტივობებიც.  უნდა ვიჩქაროთ, უნდა ვიყოთ ფორმაში, მათ შორის, 20 იანვრისთვის. ახლა ყანყალებს და ახლა ირყევა, თუ ეს დაასტაბილურა ცუდი იქნება. ახლა არ არის შეჩერების, შენელების, ბურთის გორაობის დრო, ახლა არის გადამწყვეტი რევოლუციური მოქმედებების დრო, საერთო სახალხო რევოლუცია, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის”, – აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი