გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს და ახალი არჩევნები! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გადაწყვეტილებას ეხმაურება, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით.

ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ახალი არჩევნები.

„ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედის გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები!“, – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო.

“დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება.

ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – წერს პია კაუმა X-ზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი