საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომწ ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება.
„45-ე დღე – დემონსტრაციები დიდ ქალაქებში და რეპრესიები: დაპატიმრებები და წამება, „ტიტუშკები“ და სამედიცინო დახმარების მიღების უფლების ჩამორთმევა. აუცილებელია მეტი ზეწოლა ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან ახალი არჩევნების მოთხოვნით. საპროტესტო აქციების მონაწილე ყველა დაკავებული სასამართლოს ბოლო დღეების გადაწყვეტილებით ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე იმყოფება პატიმრობაში. მოსამართლეები მხოლოდ მმართველი პარტიის ბრძანებებს ასრულებენ! ტერორი საქართველოში. ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება. ერთ ღამეში ორჯერ!“, – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.