თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.
შეგახსენებთ, რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია დაახლოებით 15:00 საათიდან დაიწყო, იმ დროიდან, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება. რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.