თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დღეს, დამსაქმებლები და დასაქმებულები ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო გაიფიცნენ და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე მუშაობა შეაჩერეს.
გაფიცულთა და აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირი.