ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის – ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, მიაჩნია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა თეთრ სახლში. ბევრი რამ შევიტყვეთ ისეთი, რასაც ასეთი დაძაბულობისა და ზეწოლის ფონზე მიმდინარე საუბრის გარეშე ვერ შევიტყობდით. შესანიშნავია, რაც გამოიხატება ემოციებით. მივიჩნევ, რომ პრეზიდენტი ზელენესკი მზად არ არის მშვიდობისთვის. ამერიკა თუ ერთვება, ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს საპატიო ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როდესაც მშვიდობისთვის მზად იქნება“, – წერს ტრამპი.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა. რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი