პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს – სააკაშვილის განაჩენი ცნობილია

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავისუფლების 9-წლით აღკვეთა მიესაჯა.

„რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა. ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის“, — ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი