ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი გატეხეს

ზუგდიდში “ერთიანი ნაცინალური მოძრაობის” ოფისი გატეხეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, დილით ოფისში მისვლისას კარი შემტვრეული დახვდათ.

“ნივთები წაღებული არაა, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ კომპიუტერებიდან ინფორმაციები იყოს მოპარული. “კარდაკარის” ყველა დოკუმენტი აქ ინახებოდა”, – აცხადებს პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის პრესსამსახურის უფროსი სალომე მაქაცარია.

მაქაცარია მიიჩნევს, რომ მომხდარში ხელისუფლების ხელი ურევია და პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აკისრებს.

“კვირიკაშვილი ნელნელა ემსგავსება ირაკლი ღარიბაშვილს აგრესიული პოლტიკით და ამ პოლიტიკით აპირებს წინა საარჩევნო კამპანიის წარმართვას. ჩვენ მოვუწოდებთ მას, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ”, – დასძინა მაქაცარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი