საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით მიესაჯა.
4 წელს დაემატა 8 წლიანი სასჯელი, რომელიც სასამართლომ ექსპრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე შეუფარდა და საბოლოო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვის ვადით განესაზღვრა.
განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში უკმაყოფილება მოჰყვა. კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ჩართვაზე ექსპრეზიდენტმა კვლავ უარი განაცხადა. მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.