სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტი ამოიღო

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. დაკავებულია 4 პირი.

ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის მოქალაქეები აიყვანეს. ამოღებულია 54 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი” და “მეთადონი”.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი