სენაკში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხვენ.
ე.წ. “სამხედრო დასახლების” ტერიტორიაზე ჩასახლებულ 52 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ძლიერი წვიმის დროს წყალი სახლებში ჩაუვიდათ.
როგორც თავად განმარტავენ, შპს „გილანი 21-ე“-მ საცხოვრებელი კორპუსების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 კვირის წინ დაიწყო და ერთი ფენა ბეტონიც დაასხა, თუმცა სამუშაოები არ დასრულებულა და საკუთარი სახსრებით გაკეთებული რემონტი წვიმის გამო გაუფუჭდათ.
“რა გავაკეთო, შვილები გავხიზნე ნათესავებთან, გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი არ მაქვს, ყველაფერი განადგურდა, ცრემლებით ნაყიდი ყველა ნივთი დაზიანდა, კეთილი ინებოს იმ კომპანიამ და ზარალი აგვინაზღაუროს, რომ მოიტანეს აქ მინდორშ ნაპოვნი აგურები და ვითომ გადახურეს – ესაა სიმართლე. არაფრად არ ვარგა ბინები”, – აცხადებს დევნილი ნანული რუსია.
ადგილზე დღეს მშენებელი კომპანიის წარმოადგენლები მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ გამო მიყენებულ ზარალს მთლიანად აანაღაურებენ.
ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში კი განმარტავენ, რომ რეაბილიტაციამდე 52-ვე ოჯხს საცხოვრებლად ქირით გადაიყვანენ და ქირის თანხას დაუფარავენ.