უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, 18-19 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება; ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში 22 აპრილამდე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ცალკეული რაიონების მიხედვით მოსალოდნელი ამინდი ასეთია:

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 18-19 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 აპრილს ზოგან მოთოვს. 18-19 აპრილს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო 20-21 აპრილს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი