25 აპრილს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს.

ზუგდიდი. 10:00დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს ქ.ზუგდიდში კოსტავას, კლდიაშვილის, რ. თაბუკაშვილის, დავით აღმაშენებლის, ქირიას, კ.გამსახურდიას, თავისუფლების, თბილისის, ჯორჯიაშვილის,ბარათაშვილის, ორბელიანის, მ. ჯავახიშვილის, ვაჟა ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00დან 11:45 საათამდე ქ.ზუგდიდში ბუკიას, თამარ მეფის, რუსთაველის, ზვიად გამსახურდიას, გრიბოედოვის, მ. ჯავახიშვილის, ქიაჩელის, მაია წყნეთელის და მიმდებარე ქუჩებს. 11:45დან 14:45 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს რუხი, ახ.აბასთუმანი, აბასთუმანი, რიყე, ინგირი, ქ.ზუგდიდში ჯანაშიას ქუჩაზე. 

აბაშა. 06:00დან 09:00 საათამდე აბონენტებს ქ.აბაშას და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს.

სენაკი. 06:00დან 09:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში გეჯეთი, ნოქალაქევი, ნოსირი და მიმდებარე სოფლებს, ქ.სენაკში ჯანაშიას, კანკიას, რუსთაველის ქუჩის ნაწილს, ჭავჭავაძის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებს.11:00დან 18:00 საათამდე ქ.სენაკში აღმაშენებლის, რუსთაველის ბინა #211,  ჯავახიშვილის, ზვიად გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ მენჯს.

მარტვილი.06:00დან 09:00 საათამდე აბონენტებს ქ.მარტვილს და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებს.

ხობი. 11:00დან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფლებსი ხეთა, ხამისქური, თორსა, პირველი მაისი და მიმდებარე სოფლებს. 12:00დან 16:00 საათამდე სოფლებს ნოჯიხევი,  ბია,  ხორში,  ჭალადიდი, შუა ხორგა, ქ.ხობში ჭალადიდელის, გუბაზ მეფეს და მიმდებარე ქუჩებზე.   

მესტია. 12:00დან 12:05 საათამდე და 14:55დან 15:00 საათამდე აბონენტებს დაბა მესტიაში.

წალენჯიხა.12:00დან 16:00 საათამდე აბონენტებს ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, კალანდიას, რუსთაველის, თამარ მეფის, მშვიდობის, სარიას, ლევან ll დადიანის, სამეგრელოს, წერეთლის, ჭავჭავაძის, სენაკის, ხობელიას და მიმდებარე ქუჩებზე.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი