პარტიის “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი იყო საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გადარჩენა სასანქციო პოლიტიკისგან და ამიტომ წავიდა პოლიტიკიდან.
“მას სურდა საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გადარჩენა იმ სასანქციო პოლიტიკისგან, რომელიც არამხოლოდ შენარჩუნდება, არამედ გაფართოვდება. ასევე სურვილი, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში შესვლა, მოგზაურობა და სწავლა-განათლება”, – აცხადებს ბოკუჩავა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.