28 აპრილს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს.

ზუგდიდი. 09:30დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს სოფლებში კახათი, ოქტომბერი, ერგეტა, ანაკლია, ჭითაწყარი, ახ.აბასთუმანი, რუხი, აინგირი, სამგონა, ახალსოფელი, ახალკახათი და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში მოსაშვილის, წერეთლის, წყალსადენის, კობახიძის, ჯანაშიას, შარტავას, ქუთაისის, ლაშა გიორგის, ლესელიძის, გოგოლის, გაბაშვილის, თამარ მეფის, ვაჩნაძის, ხელაიას და მიმდებარე ქუჩებს, ვექტორის ჩასახლებას. 10:00დან 17:30 საათამდე ქ.ზუგდიდში რუსთაველის, გამარჯვების, სანქტ-პეტერბურგის, რუსთაველის პირველ შესახვევს და კედიას ქუჩებს.

აბაშა. 12:00დან 17:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში  წყემი, ძიგური, ნორიო, ზანათი, ქ.აბაშაში აკაკის ქუჩის IV შესახვევს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი