გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი. 5 მაისს 10:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს ზუგდიდში კ. გამსახურდიას, რ. თაბუკაშვილის, ბარამიას, გამარჯვების, აღმაშენებლის, ქირიას, თავისუფლების, ლომთათიძის, ორბელიანის, პეტრე უბერის, პირველი მაისის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ორულუ, დიდინეძი, თორსა, ერგეტა, დარჩელი, ხამისკური, ცაცხვი, დღვაბა, ანაკლია. 11:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს ზუგდიდში რუსთაველის, სანქტ-პეტერბურგის, კედიას, გამარჯვების ქუჩებზე.
სენაკი. 5 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სენაკში არჩაიას, კალანდაძის, თაყაიშვილის, 26 მაისის, გუბაზ მეფის, ზვიად გამსახურდიას, ვახტანგ გორგასლის, ჭავჭავაძის, გიორგი ბრწყინვალეს, ნიკოლაძის, აღმაშენებლის, აკაკი ელიავას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ნოსირი, მენჯი, ეკი, ხორში, თეკლათი.
აბაშა. 5 მაისს 12:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს აბაშაში ილიას, რუსთაველის, ფრანგიშვილის, აკაკის, ცომაიას, გუგუშვილის, ცანავას და მიმდებარე ქუჩებზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სუჯუნაში, ნორიოში.
მესტია. 5 მაისს 11:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ახალშენი, ფარი, ლატალი, ეცერი, ბოგრეში, ცხუმარი და მიმდებარე სოფლებში.
მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.