ზუგდიდში სამ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე, 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან ავტომობილი სამ მოზარდს დაეჯახა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი გზაზე გადადიოდნენ.

სამივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი მათგანის, მერვე კლასელი ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ადგილზე პოლიცია იმყოფება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი