უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, რათა შეწყდეს მკვლელობები და შეიქმნას საფუძველი დიპლომატიისთვის.
„უკრაინას სჭირდება მშვიდობა. მშვიდობა ევროპაში დამოკიდებულია იმაზე, როდის დამყარდება მშვიდობა უკრაინაში. ყველამ კარგად იცით, რომ ამ კვირაში ჩვენ გვქონდა რეალური შანსი, ომის დასასრულებლად გადაგვედგა ქმედითი ნაბიჯები, პუტინს რომ არ შეშინებოდა თურქეთში ჩამოსვლა. მე ვიყავი ანკარაში გუშინ და მზად ვიყავი პუტინთან პირისპირ შეხვედრისთვის ან ანკარაში, ან სტამბულში, რათა გვესაუბრა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. თურქეთში ჩამოსული რუსული დელეგაცია ძალიან დაბალი რანგის იყო, არცერთი მათგანი არ არის გადაწყვეტილების მიმღები. მიუხედავად ამისა, მე გავაგზავნე ჩვენი დელეგაცია სტამბოლში. ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ცეცხლის სრული, უპირობო და კეთილსინდისიერი შეწყვეტა, ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს მკვლელობები და შეიქმნას საფუძველი დიპლომატიისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.