მდინარე ენგურში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მდინარე ენგურში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.

როგორც “Newsportal.ge”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მამაკაცი ავტომობილით მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრაში გადავარდა, მისი ავტომობილი იპოვეს, თუმცა მამაკაცის ძებნა მდინარე ენგურში გაგრძელდა, რადგან ნენსკრა სწორედ ენგურს უერთდება.

ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას “Newsportal.ge”-სთან ადასტურებს სოფლის რწმუნებული ნინო ვიბლიანიც.

“ნენსკრაში გადავარდა “რავ 4″ მარკის ავტომობილით, ადგილობრივი მცხოვრებია. ეს მდინარე როგორც იცით უერთდება ენგურს, შესაბამისად, ძებნა ზედაპირული დათვალიერებით გრძელდება სწორედ ენგურში, რადგან იქ მაშველების და მყვინთავების ჩასვლა ფიზიკურად შეუძლებელია, იმდენად სწრაფი და ძლიერი დინებაა”, – აღნიშნა ვიბლიანმა.

(ჭუბერში შეკრებილი მოსახლეობის და სამძებრო სამუშაოების ამსახველ ფოტოებს სოციალური ქსელის მეშვეობით ემზარ კვიციანი ავრცელებს)

კომენტარები

დატოვე კომენტარი