უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
“მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანისა და ლიბიის მოქალაქეები”.