გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 07:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ყულიშკარს, ჯიხაშკარს, კოლხიდას, გრიგოლიშსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს. ასევე რუსთაველის, პუშკინისა და მიმდებარე ქუჩებს.
ფოთში – 06:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ჭავჭავაძის, ბარათაშვილის, ზამბახიძის, ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებს.
სენაკში – 12:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მენჯის, თეკლათს, შხეფსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ჭავჭავაძის, შენგელიას, ქიაჩელისა და მიმდებარე ქუჩებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.