უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“20 ივლისს დღის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი