გიორგი ახობაძე გაათავისუფლეს

გიორგი ახობაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.

“რომეო ტყეშელაშვილმა დააფუძნა თავისი გამამართლებელი განაჩენი იმაზე, რომ არასაკმარისი მტკიცებულებები იყო. თუ მაგ ლოგიკით წავალთ და ამას პრეცედენტად ავიღებთ, ყველა სხვა საქმეში, რომელიც 260-ე მუხლით მიმდინარეობს, ანალოგიური სიტუაციაა ერთი-ერთში.

ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, ნიკასთან [კაციასთან] კიდევ უფრო მეტი შეცდომები აქვთ დაშვებული, ვიდრე ჩემთან იყო, ჩემთან მეტ-ნაკლებად დავარცხნილი იყო ჩვენებები და ასე შემდეგ, ჰოდა, მოკლედ ასეთი რაღაც თქვა და არ ვიცი, სხვა მოსამართლეები როგორ დაასაბუთებენ.

პრეცედენტი უკვე არის და მათ შორის არ მგონია ეს მოსამართლე სხვებთან შედარებით ნაკლები სტატუსის იყოს შიდა სამზარეულოში და იქნებ რაღაც პრეცედენტი…” — განაცხადა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა გიორგი ახობაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო.

ახობაძეს ნარკოდანაშაულზე ედავებოდნენ და მას 9-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. სასამართლოს განცხადებით, მოსამართლემ გადაწყვეტილება მტკიცებულებების არ არსებობიდან გამომდინარე მიიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი