18 აგვისტოს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 18 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:  

ფოთი. 06:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს აღმაშენებლის, ვიქტორ კრატასიუკის, გორგასლის, ლიეპაიას, პუშკინის, დანელიას, ბერდიანსკის, დუმბაძის, გაბუნიას, შევჩენკოს  და მიმდებარე ქუჩებზე, 9 აპრილის ხეივანში. 06:00-დან 09:00 საათამდე – აბონენტებს ახალ რაიონში, გაგრის, აფხაზეთის, გურიის, ლერმონტოვის ქუჩებზე. 10:30-დან 13:00 საათამდე – აბონენტებსფოთში სევასტოპოლის, ზვიად ბარბაქაძის, სარსანიას, ელადას, გელა ჯიქიას, არზიანის, ლერმონტოვის ქუჩებზე. 11:30-დან 13:30 საათამდე – აბონენტებს ზვიად გამსახურდიას, გურიის, მალთაყვის დასახლებაში, კუნძულ კოლუმბარზე. 14:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს აჭარის, დავითაიას, სამეგრელოს, ბარნოვის, ფიროსმანის, მაჩაბელის, შავი ზღვის, დათუაშვილის, ერთობის, ხობის ქუჩებზე.

სენაკი. 10:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ თეკლათში. 11:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს სენაკში ჭყონდიდელის, სანაიას ქ., რუსთაველის, კოლხეთის, დემურიას, ჭავჭავაძის, კანდიდელის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე.

ზუგდიდი. 10:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჭითაწყარი, ცაიში, ნარაზენი.

წალენჯიხა. 12:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჭალე, ჯვარი, ფახულანი, მუჟავა.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი