საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიხედვით, დღეს სენაკის მუნიციპალიტეტში ორი – 3.8 და 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ცენტრის მონაცემებით, პირველი, 3.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 14:13 საათზე, სენაკიდან 9 კილომეტრში, სოფელ გახომელასთან მოხდა. მეორე მიწისძვრა კი – 14:39 საათზე, მისი ეპიცენტრი სენაკიდან 6 კილომეტრში, სოფელი საგუნიო იყო.

პირველი მიწისძვრის სიღრმე, ცენტრის მონაცემებით, 6 კილომეტრი იყო, მეორის კი – 5.

კომენტარები

დატოვე კომენტარი