ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა მშვიდობის, განვითარებისა და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით – კობახიძე

პრემიერის, ირაკლო კობახიძის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებით და ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით სურს.

„როდესაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საპირწონედ გვიყენებენ საკუთარი ღირებულებების ან მშვიდობის, კეთილდღეობის დათმობას, არაპირდაპირი ფორმით მიგვანიშნებენ ამ ყველაფერზე, ეს არის არასწორი დილემა. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანება გვინდა მშვიდობის შენარჩუნებით, განვითარებითა და ჩვენი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში პრინციპებს ვერ გადავუხვევთ“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი