ჩემს შემდეგ თითი თითზე არ დადებულა სვანეთის განსავითარებლად – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი გეგმაა სვანეთში წელიწადში 2 მილიონი ტურისტის ჩაყვანა და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ათმაგად გაზრდა.

„მესტიიდან ამბები მომივიდა, რომ იქ ბევრი დამსვენებელია, რაც ძალიან მახარებს.

ყველას მინდა ახსოვდეს, რომ მესტიაში არაფერი განვითარდებოდა, ჩვენ დროს რომ სვანეთი ყაჩაღებისგან და მკვლელებისგან არ გაწმენდილიყო.

ასევე, სვანეთი ბევრად მეტად განვითარებული იქნებოდა, ივანიშვილს რომ არ შეეჩერებინა სვანეთის გვირაბის პროექტი, რომლითაც ქუთაისიდან ორ საათში ჩავიდოდით მესტიაში. მან ასევე დააპაუზა თეთნულდის კურორტის მშენებლობა და მოკლა რედისონის სასტუმროს პროექტი მესტიის ცენტრში.

ივანიშვილმა მესტია გადააბარა ადგილობრივ კრიმინალ ფეოდალს ვიქტორ (ვიტია ) ჯაფარიძეს, რუსეთის ისტორიულ აპოლოგეტს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩემს შემდეგ თითი თითზე არ დადებულა სვანეთის განსავითარებლად.

ჩემი გეგმაა, სვანეთში წელიწადში 2 მილიონი ტურისტის ჩაყვანა და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ათმაგი ზრდა”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი