პირველ სექტემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო პირველ სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:  

ზუგდიდი. 10:00დან 18:30 საათამდე  – აბონენტებს სოფლებში ზედაეწერი, ჩხორია, ურთა, ცაიში, კორცხელი, ქ.ზუგდიდში სოხუმის, კ.გამსახურდიას, ბერიას, ქუთაისის, ლესელიძის, ფურცელაძის, მესხის, ჩაჩიბაიას, თამარ მეფის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებს. 11:00დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ნაცატუ, კორცხელი.

წალენჯიხა. 11:00დან 17:00 საათამდე  – აბონენტებს სოფლებში ობუჯი, ზღვაია, ნაკიფუ, ნაცატუ, მიქავა,  ზუმი, ქ.წალენჯიხაში ლევან ll დადიანის, 26 მაისის და მიმდებარე ქუჩებს.

მარტვილი. 13:00დან 16:00 საათამდე  – აბონენტებს სოფლებში ტალერი, კურზუ, დღვანა, სალხინო, დიდიჭყონი, დობერაზენი, ჭყონი. 13:00დან 14:00 საათამდე სოფლებს ნაგვაზაო, აბედათი, ხუნწი, სერგიეთი, ნახარებაო, ლეხაინდრაო, გურძემი,  დოშაყე, ნაფოსტარი, ნოღა,   გაჭედილი, ნამიკოლაოდა მიმდებარე სოფლებს, ქ.მარტვილში მშვიდობის, თამარ მეფის, 9 აპრილის, წერეთლის, ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი. 10:00დან 13:30 საათამდე – აბონენტებს თავდადებულის, ერეკლე II, დუმბაძის, შევჩენკოს, პეტრე იბერის, გაბუნიას, ენგელსის ქუჩებზე.

10:30დან 13:00 საათამდე ნიკოლაძის სანაპირო,  ჩხეიძის, ბაგრატიონის, სამეგრელოს, ქობულეთის ჩიხი, ქობულეთის, რუსთაველის რკალს, რეკვავას, და  დანელიას ქუჩებზე.

11:00დან 17:00 საათამდე მამუკა კაცაძის, პეტრე იბერის, პაიჭაძის, კალინინის, შევჩენკოს, მამუკა კაცაძე, მიქაბერიძის,  კლდიაშვილის ქუჩებს, კუნძული კოლუმბარს.

ხობი. 11:00დან 18:00 საათამდე  – აბონენტებს სოფლებში ხეთა, თორსა, ოქროს საწმისი, დღვაბა, პირევლი მაისი, ხამისქური, ბულიწყუ.

აბაშა. 12:00დან 16:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში პირველი მაისი, გაუწყინარი, ეწერი, ქ.აბაშაში აკაკის ქუჩის IV შესახვევს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი