რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება და აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, იმ მოქალაქეების მიზანი, რომლებიც ყოველდღიურად აქციებს აანონსებენ, ძალიან მარტივია, როგორმე დაძაბულობა შემოიტანონ და ხელი შეუშალონ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.

„საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მიზანი ძალიან მარტივია – როგორმე შემოიტანონ დაძაბულობა. მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ხომ ხედავთ გაუბედურებული 30 აკაცუკი რა მდგომარეობაშია – „გაფარჩაკებულები“ არიან, არანაირი მხარდაჭერა და თანადგომა არ აქვთ. ჩვენ ყოველდღიურად ვაანონსებთ გზების პროექტების დასრულებას, სიახლეებს, ისინი აანონსებენ აქციებს; ჩვენ ყოველდღიურად საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალ პარკებთან, დასრულებულ სკვერებთან, რეაბილიტირებულ რეკრეაციულ არეალებთან დაკავშირებით, ისინი კეტავენ ქუჩებს და უდიდეს დისკომფორტს უქმნიან ადამიანებს; ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ამომრჩევლებს, ვესაუბრებით ქვეყნის მომავალზე, თბილისთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე, ისინი მხოლოდ ერთმანეთს ხვდებიან – რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, აგინებენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ არის და მერე უკვირთ, „ქართულ ოცნებას“ და პირადად მე რატომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი