მარტვილის მუნიციპალიტეტში მიკედლებულ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, დაკბინა მიმკედლებელი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ინფორმაციის მიღებისთანავე, პათოლოგიური მასალა დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიაში გადააგზავნა.

ლაბორატორიული გამოკვლევით, ცოფი დადასტურდა. აღნიშნული ფაქტის გამო, ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყოცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და  უპატრონო და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. 

მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცოფის 5 შემთხვევაა გამოვლენილი. 

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ცოფის საწინააღმდეგოდ და 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი/კატა) ცრის.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ საკუთარ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ვაქცინაცია, რათა   თავიდან აიცილონ   ცხოველების ცოფით დაავადება და საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ სიცოცხლეს; ასევე,მიმართავს ცხოველთა დამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი,კატა) პოპულაციის მართვის საპილოტეპროგრამას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისაგან და ცხოველების  სიყვარული გამოხატონ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით, რადგან ცოფის კონტროლის  საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები ერთხმად მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი