მეექვსე სკოლოს ბუღალტერმა 2 მილიონ ლარზე მეტი აზარტულ თამაშებში წააგო

დააკავეს მეექვსე საავტორო სკოლის ბუღალტერი, რომელმაც სკოლის ანგარიშიდან 2 161 806,52 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებში წააგო, – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს და წერს, რომ მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ ბუღალტერმა, რომელსაც წვდომა ქონდა სკოლის ინტერნეტ ბანკთან და რომლის მართლზომიერ მფლობელობაშიც არსებობდა შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ კუთვნილი თანხები, სკოლის საბანკო ანგარიშიდან დანიშნულებით „ხელფასი“ და „ხელფასის ავანსი“, სხვადასხვა დროს საკუთარ ანგარიშზე დიდი ოდენობით, 2 161 806,52 ლარი გადარიცხა, რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო. დაკავებულის ქმედების შედეგად „მეექვსე საავტორო სკოლას“ დიდი ოდენობით ზიანი მიადგა”, – წერს პროკურატურა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი