სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ასევე ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.