საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს.

„ელენე ხოშტარიას რუსეთის ბიუჯეტიდან ისეთი რაოდენობის რუბლები ჩამოუვიდა, ამას რაღაც გამართლება უნდა მისცეს და ევროპისთვის „თავგანწირული ბრძოლა“ უნდა აჩვენოს. საკანი ის ადგილია, რომელსაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა თავი შეაფარა იმ პასუხისმგებლობის არიდებისთვის, რაც 4 ოქტომბერს დააანონსეს, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, პაატა ბურჭულაძე და ლევან ხაბეიშვილი კი ქვეყნის მეთაურები უნდა გახდნენ. რასაკვირველია, ამას გარკვეული ნაბიჯის გადადგმა სჭირდებოდა, რომელიც ერთი მიმართულებით გადაიდგა. ეს თვითდაზიანება და თვითდაპატიმრებაა, რაც ადრეც მოხდა, როცა იმ ადამიანებმა პოლიტიკურ ქოლგას შეაფარეს თავი, ვინც თაღლითობა ჩაიდინა. კანონს ეწინააღმდეგებიან და სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან. დიდი მიზანია, რომ როგორმე, უცხოეთიდან კრიტიკა იყოს, რომ ქუჩაში ადამიანები გამოიყვანონ და სისხლისღვრა გამართონ, რაც უკრაინაში მოხდა. ამას არც მალავენ. მათი მიზანია, მარიონეტული ხელისუფლება ჰყავდეთ, რომელიც ყველა დავალებას შეასრულებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი