44 წლის კაცს მტვირთავად მუშაობას და მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ – პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.შ. გადაიბირა, რომელსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მის კუთვნილ ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა.
ასევე დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ი.შ. მაღაზიაში მუშაობას დაასრულებდა, ბრალდებულის მითითებით თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალებას ითხოვდა, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხას ნ.გ. სრულად ეუფლებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს” | ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ 1971 წელს დაბადებული პირი დააკავა. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.